გვაქვს ინფორმაცია, რომ ბრალდებულ სიძეს არჩევნებდამდე გამოუშვებენ, მაღალჩინოსნები მფარველობენ - 40 წლის ქალის მკვლელობის საქმე

გამოქვეყნდა:

12 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფელ ნახიდურში მამედოვების ოჯახში მომხდარი კონფლიქტი 40 წლის ქალის გარდაცვალებით დასრულდა. სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობა გახდა.

ბრალდებული შემთხვეიდან მალევე დააკავეს, თუმცა ახლა ექსპერტიზამ დაასკვნა რომ სიკვდილი გულის უკმარისობით დადგა. გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ სავარაუდო მკვლელს ხელისუფლება მფარველობს, რადგან ის "ოცნების" ადგილობრივი აქტივისტი იყო.

"მთავარმა" მოიპოვა საქმის მასალები, რომლითაც ირკვევა რომ გარდაცვლილზე ქმარი სისტემატიურად ძალადობდა, მათ შორის პატარა ბავშვების თვალწინ. ოჯახი ეჭვობს, რომ გაყალბებულია ექსპერტიზის დასკვნაც.

გარდაცვლილის მამა, ისა ისაევი ამბობს, რომ მისი შვილი ქმარმა სასტიკად სცემა და ისე მოკლა, ამას 13 მოზარდი უყურებდა. მისივე თქმით, კონფლიქტი საყვარლის გამო დაიწყო, მკვლელობის დღეს ის ადასტურებდა, რომ გარდაცვლილს ხელი დაარტყა, ახლა კი ამას უარყოფენ. 

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებულ სიძეს საკნიდან არჩევნებამდე გამოუშვებენ, მისი ოჯახი ოცნების აქტიური მხარდამჭერია და ვიცით, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მას მფარველობენ. ექსპერტიზის შედეგებიც გააყალბეს, ასევე, გააყალბეს საავადმყოფოს ჩანაწერი სადაც ჩემი და პირველად შეიყვანეს. 

ჩემი და რომ ძალადობის მსხვერპლია ამას მისი შვილიც ადასტურებს, რომელიც მკვლელობას შეესწრო. შვილის თვალწინ გარდაცვლილს თავში ურტყამდნენ", - ამბობს გარდაცვლილის ძმა, სუფჰან ისაევი.

ოჯახი ითხოვს ყოფილი სიძე არ გაათავისუფლონ და სასჯელი არ შეუმსუბუქონ.

 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი