წარმოდგენა არ მაქვს, მოვიკითხავ - კალანდარიშვილი "სამოქალაქო საარჩევნო კომისიის" ვიდეოზე

გამოქვეყნდა:

ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ არ უნახავს "სამოქალაქო საარჩევნო კომისიის" მიერ მოპოვებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ დედაქალაქში საუბნო კომისიების თავმჯდომარეებად ირჩევენ კანდიდატებს, რომლებიც წინასწარაა შეთანხმებული "ქართულ ოცნებასთან".

"მე მაქვს და მექნება მკაცრი რეაგირება შემთხვევებზე, სადაც ექნება ადგილი დადასტურებულ გადაცდომის შემთხვევებს. რაღაც ვარაუდებზე საუბარი... ვიდეომასალები უნდა შევისწავლოთ. რაღაც ვიდეოებს მაჩვენებს, რომელზეც წარმოდგენა არ მაქვს რა არის",- ამბობს კალანდარიშვილი.

ცნობისთვის, "სამოქალაქო საარჩევნო კომისიის" ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და საუბო და საარჩევნო კომისიებს საკუთარი პარტიული აქტივით აკომპლექტებს. კომისიამ ჯამში 100 -მდე უბანზე გადაღებული ვიდეო მასალა მოიპოვა. 

მათ ვებგვერდზე, CEC.org.ge ვებგვერდზე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იხილონ ერთ სივრცეში თავმოყრილი სრული სურათი არჩევნებზე სადაც ოქმები და შედეგებიც აიტვირთება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი