
"სამოქალაქო საარჩევნო კომისიის" ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და საუბო და საარჩევნო კომისიებს საკუთარი პარტიული აქტივით აკომპლექტებს. ამ თემაზე მათ დღეს სპეციალური ბფირინგი გამართეს.
მათ ვებგვერდზე, CEC.org.ge ვეგვერდზე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იხილონ ერთ სივრცეში თავმოყრილი სრული სურათი არჩევნებზე სადაც ოქმები და შედეგებიც აიტვირთება.
"სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ საუბნო და საარჩევნო კომისიები საკუთარი პარტიული აქტივით დააკომპლექტა. "ქართული ოცნების" მიერ წინასწარ შერჩეული კანდიდატების დანიშვნა ხდება საუბნო კომისიების საკვანძო თანამდებობზე, როგორიცაა კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი", - თქვა შოთა დიღმელაშვილმა.
აკაკი კობალაძის თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სთხოვენ კარგად შეისწავლონ ეს საკითხი. მისივე განცხადებით, მიმართავენ ცესკო-ს განმარტონ თუ რატომ ხდება საუბნო საარჩევნო კომისიებში მსგავსი შეთანხმებები და მუწოდებენ დაკომპლექტება გამჭვირვალედ მოხდეს.