შანე ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია | მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს

გამოქვეყნდა:

შანე ბრუკის სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. რაფაელ მურსაკულოვს ბრალს რამდენიმე წუთში წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენებენ. პროცესს ესწრება მისი ადვოკატიც, რომელიც მთავარ სამმართველოში საქმის მასალების გასაცნობად უკვე მივიდა. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ რაფაელ მურსაკულოვი ავსტრალიელ პედაგოგს არ იცნობდა. 33 წლის კაცი სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. 

გამოძიების ინფორმაციით, მურსაკულოვის კვალი მისი დე-ენ-ემის პროფილის ექსპერტიზის შედეგად გამოიკვეთა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი - დანა, თუმცა სასტიკი მკვლელობის მოტივზე არაფერია ცნობილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი