შანე ბრუკის მკვლელი "ოცნების" აქტივისტი და საოლქო კომისიის წევრია | "მთავარმა" ექსკლუზიური დეტალები გაარკვია

გამოქვეყნდა:

ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ, ავსტრალიის მოქალაქის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დაკავებულია. "მთავარმა არხმა" გაარკვია ის, რასაც გომელაური უწყება ასაიდუმლოებდა. შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით რაფაელ მურსაკულოვი გასამართლდება. ცნობილია მიზეზიც, რის გაამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებულის ვინაობას საგულდაგულოდ მალავდა.

33 წლის მურსაკულოვი "ქართული ოცნების" აქტივისტი და ერთ-ერთი საოლქო კომისიის წევრია. ცნობილია, რომ ის წარსულში ნასამართლევიცაა.

რა მოხდა საბედისწერო დღეს და რატომ გაიმეტა მურსაკულოვმა სადისტური მკვლელობისთვის ახალგაზრდა პედაგოგი უცნობია... შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებზე არაფერს ამბობს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი