"იცით რამდენ ადამიანთან მაქვს ფოტო? საოცარი ლოგიკა გაქვთ" - კალაძე მურსაკულოვზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა

გამოქვეყნდა:

"იცით რამდენ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული? რა არის ამაში დანაშაული", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ავსტრალიის მოქალაქის, შანე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვის მმართველ გუნდთან კავშირზე ჟურნალისტების კითხვას.

კალაძის თანაგუნდელების მსგავსად ამბობს, რომ მურსაკულოვი წარსულში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერიც იყო. 

"ეგ საერთოდ რა წამოსაწევი თემაა? იცით რამდენ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული? ამბობს, რომ მხარდამჭერია, მხარდამჭერი იყოს ნიკა მელიასი, მხარდამჭერი იყო იგივე რურუასი. ასევე, გაზიარებული აქვს გახარაიას ფოტო, გაზიარებული აქვს ჩემი ფოტო, რა არის მერე ამაში დანაშაული? ლოგიკა გაქვთ საოცარი. იმეცადინე, შემდეგში მომზადებული მოდი", - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი