"მთავარი არხის" ინფორმაციით, ყვარელში, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ყვარელში, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს. 

ცნობილი ხდება ისიც, რომ თავდამსხმელი შენობაში ხელყუმბარითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული შევიდა. ამის შესახებ ბანკის თანამშრომლები საუბრობენ.

არსებული ინფორმაციით, მას 12 მძევალი ჰყავს.

ადგილზე იმყოფება კახეთის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, რომელსაც ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. თუმცა, არაოფიციალურად ის ამბობს, რომ რამდენიმე პირი შენობიდან უკვე გამოყვანილია. 

ავტორი: ია გულიაშვილი

იხილეთ ასევე:

რუსული კანონის მხარდამჭერი "ოცნების" აქცია | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი