"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქართველოს ბანკს თავს თელავში მცხოვრები შალვა მელიქიშვილი დაესხა.
მძევლების დრამა და ყაჩაღური თავდასხმა ბანკზე. შეიარაღებული მამაკაცი დღეს შუადღისას ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა. რამდენიმე საათის განმავლობაში მას მძევლად 15-მდე ადამიანი ჰყავდა, თუმცა შემდეგ მათი უმრავლესობა გაათავისუფლა.
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული დამნაშავე 500 ათას ლარს მოითხოვდა და სხვა მოთხოვნები არ ჰქონია.
პოლიციისა და სპეცრაზმის ალყაში ყვარლის ცენტრი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო მოქცეული. მოლაპარაკებები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და დამნაშავემ მძევლების გათვისუფლება დაიწყო. საბოლოოდ, ყველამ, ვინც ბანკის ფილიალში ცუდ დროს აღმოჩნდა, ტყვეობას თვი დააღწია. პოლიციის ინფორმაციით, ყაჩაღისთვის თანხა არ გადაუციათ და ის სპეცრაზმს ჩაბარდა.
იხილეთ ასევე: