ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია - სპეცოპერაცია ყვარელში

გამოქვეყნდა:

ყვარელში, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია დასრულდა - პირი, რომელსაც "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი, პოლიციამ დააკავა.

ის შენობიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს.

"სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გაანეიტრალეს და დააკავეს პირი, რომელიც იყო ბანკში და ჰყავდა მძევლები აყვანილი. ყველა მძევალი არის თავისუფალი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - თქვა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა.

შენობა მძევლებმა თავდამსხმელის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვეს. ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ხელყუმბარით შეიარაღებული პირი ფილიალში დაახლოებით 3 საათის წინ შეიჭრა. ის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი