ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა - შსს-ს განცხადება

გამოქვეყნდა:

ყვარელში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალი, სადაც შეიარაღებული პირი შეიჭრა, მძევლებმა დატოვეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა განუცხადა.

მან დაადასტურა, რომ თავდამსხმელი ხელყუმარით არის შეიარაღებული და თანხას ითხოვს.

"ამ ეტაპზე შენობაში არცერთი მძევალი არ არის. არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლები მუშაობენ აქტიურად იმისთვის,რომ დასრულდეს სპეცოპერაცია წარმატებულად", - თქვა ქეთევან კოვზიაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ თავდამსხმელი პირი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.

იხილეთ ასევე:

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი