ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი გაქცევის მცდელობისას გარდაიცვალა. ინცინდენტი სასტუმრო "სანაპიროს" ეზოში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა გაქცევა, მედიკოსების უყურადღებობის გამო სცადა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
"კოვიდიანი პაციენტი, რომელმაც ალკოჰოლური სასმელიც მიიღო ნომერში, გაიქცა სასტუმროს შენობიდან, ეზოში წაიქცა და გულის შეტევით გარდაიცვალა. როდესაც ნახეს ფაქტი და მივიდნენ, უკვე გარდაცვლილი იყო", - ამბობს ენმ-ს წევრი, ბესო ქათამაძე.
მომხდარზე განცხადებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დღეს გააკეთებს.