ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბრალის წარდგენას ელოდება. შალვა მელიქიშვილი   ყვარლიდან თელავში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს

"მთავარი არხი" ესაუბრა თავდამსხმელის მიერ აყვანილ ერთ-ერთ მძევალს, რომელიც ამბობს, რომ ამ დრომდე სტრესის ქვეშაა და ინციდენტის დეტალებს იხსენებს

"არ ჰქონია არანაირი ავტომატი, ერთი ხელყუმბარა ეკავა ხელში, ეგ იყო მაგისი ყველაფერი. არანაირ აგრესიას არ გამოხატავდა. წყალი გვინდოდა თუ რა გვინდოდა, მოგვყვებოდა და არ გვიშლიდა არაფერს. 1 მილიონ ლარს მოითხოვდა და ნახევარ მილიონ დოლარს.მე შესვენებაზე ვიყავი და რომ გამოვედი ხმაურზე, მოვხვდი ამ სიტუაციაში. სტრესულ მდგომარეობაში ვარ და ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ",- ამბობს ლია სტეფანიშვილი "საქართველოს ბანკის" თანამშრომელი.

ცნობისთვის, გამოძიება ბანკის ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს. მელიქიშვილი, რომელიც ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, სამ საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი