წიწილები შემოდგომაზე დავითვალოთ - "ოცნება" სამთავრობო ცვლილებებზე

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის ინფორმაციით, მთავრობაში ცვლილებები იგეგმება. პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას პოსტი, შესაძლოა, სუს-ის უფროსმა გრიგორლ ლილუაშვილმა დაიკავოს, თავად ახლანდელი პრემიერი კი ე.წ. "ოპოზიციაში" გადავიდეს. 

მმართველ გუნდში მინისტრთა კაბინეტის ცვლილებებზე კომენტარს არ აკეთებენ, მათი თქმით, ახალი სახეები მხოლოდ პარტიის საპარლამენტო სიაში იქნება. 

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამგვარი ფორმით ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის პოლიტიკური სპეკულაციაა.

შეიძლება რაღაც ცვლილებები მოხდეს, მაგალითად, ელჩები დაინიშნა ახალი, უნდა ვიფიქროთ საკადრო ცვლილებაზე შერიგების საკითხებთან სახელმწიფო მინისტრის პოსტზე. გიორგი გახარია საკმაოდ წარმატებული პრემიერ მინისტრია, თავდადებული თავისი ქვეყნისთვის, საკმაოდ კომპტენტური ყველა მიმართულებით, ასე რომ შესანიშნავი კადრი ყავს სახელმწიფოს, - ამბობს გია ვოლსკი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გახარიას პერიფრაზს აკეთებს და საზოგადოებას წიწილების შემოდგომაზე დათვლას სთავაზობს. 

ოპოზიციის ნაწილი გამორიცხავს, რომ გიორგი გახარია ქართული ოცნების მხარდამჭერი ოპოზიციის ლიდერი გახდება. თუმცა ოპოზიციურ სპექტრში სრული თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ  თუ ასეთი ცვლილებები მაინც განხორციელდა, ამის მიზეზი წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის გვერდში საიმედო ადამიანების დაყენება და მისი პოზიციების უფრო განმტკიცება იქნება. 

წინასაარჩევნოდ საკადრო ცვლილებები თუ მოხდა და უფრო მოხდება. ეს იქნება დაკავშირებული საარჩევნო კონფიგურაციასთან, - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია

გიორგი გახარია  საკადრო გადაადგილებებთან და სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ოთხშაბათს, პარლამენტში კითხვებზე პასუხისას ისაუბრებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი