თბილისის საქალაქო სასამართლომ ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამით მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
შანაი ბრუკის მკვლელობის მოტივზე, პროკურატურაში, დღეს გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.