"მთავარმა არხმა" იმ ადამიანების ვინაობა გაარკვია, რომლებიც დღეს ვანში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს და წინასაარჩვენო შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
ერთი მათგანი ვანის მერიის სპორტის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი კახა კანკაძეა, მეორე კი კრიმინალური ავტორიტეტი ზაალ გერსამია.
ინციდენტი ვანში დღეს, ოპოზიციის მიერ მერობისა და მაჟორიტარობის შეთანხმებული კანდიდატების წარდგენის შემდეგ მოხდა.