შიშით ფეხები მიკანკალებს..16-ვე დადგეს მზად ვარ ნეიტრალურ ტერიტორიაზე - კალაძე დებატებზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატებთან დებატებს არ თანხმდება. კალაძე ამბობს, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიები მის მიმართ მიზანმიმართულ, ბინძურ კამპანიას აწარმოებენ.  თბილისის მერს საკუთარი პირობა აქვს. დედაქალაქის მოქმედი მერი ნეიტრალურ სივრცეს ითხოვს.

ამავდროულად კალაძე უარყოფს. რომ მას ოპონენტებთან დებატების შიში აქვს. 

"შიშით ფეხები მიკანკალებს, 18-ვე თუ 16-ვე დადგეს მზად ვარ, ნეიტრალურ ტელევიზიაში, საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს ორი კანდიდატი არავისგან განსხვავდებიან სხვებისგან, არც რიჩარდისგან, არც რეიტინგებით, არაფრით განსხვავდებიან" ,- ამბობს კახა კალაძე

შეგახსენებთ, ნიკა მელიას, კახა კალაძეს და გიორგი გახარიას 4 დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელევიზია პირდაპირ ეთერში დებატებს სთავაზობს

კალაძის პასუხის მიუხედავად, შეთავაზება კვლავ ძალაში რჩება. ცნობილია, რომ დებატებზე თანახმაა გიორგი გახარიაც და ნიკა მელიაც. 

ამავე თემაზე:

"მე არ ვაპირებ მისვლას ამ ტელევიზიებში" - კალაძე დებატებზე უარს ამბობს 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი