სპეკულაციაა, რომ ვიღაცას სადღაც აშინებენ - კალაძე ზეწოლა, მუქარა, დაშინების ფაქტებს ვერ ხედავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მმართველი გუნდის მხრიდან წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების სავარაუდო ფაქტებს უარყოფს და ბრალდებებს "პოლიტიკურ სპეკულაციას" უწოდებს. 

კალაძის თქმით, ოპოზიცია ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობს.

"მე მგონია, რომ ეს მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციაა, რომ ვიღაცას სადღაც აშინებენ. ეს წლები ჩვენ ყველამ ერთად წარსულს ჩავაბარეთ, როცა ხდებოდა დაშინებები, დაკავებები, დაჭერები. თქვენ ხედავთ საარჩევნო კამპანიას, მარტივად დასანახია, ვინ ატარებს საარჩევნო კამპანიას და ვინ ემზადება სხვა რაღაცებისთვის. ეცადონ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა, არეულობის შემოტანა, ეს არ გამოუვათ, შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან",- თქვა კახა კალაძემ.

ოპოზიციაში მმართველი გუნდის მხრიდან წინასაარჩევნოდ დაშინებებსა და ზეწოლაზე საუბრობენ.

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი