
ვერ გეტყვით, ვისზე გაქვთ საუბარი, გამანათლეთ აბა? არ არის საინტერესო რას ამბობენ ოპოზიციაში...მე ვარ საარჩევნო კამპანიაში, საერთოდ არ მაინტერესებს ოპოზიცია ვისზე რას ჭორაობს - ასე ეხმაურება თბილისის მერი და მერობის "ოცნების" კანდიდატი კალაძე "მთავარ აქცენტებში" გასაჯაროებულ ინფორმაციას.
საუბარია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების ბიოგრაფიების დაფარულ და სკანდალურ დეტალებზე, რომლის მიხედვითაც მათი უმრავლესობა სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა უშიშროების სამსახურებთან, სუს-თან და მათ დავალებებსაც ასრულებდა.
კახა კალაძე ამბობს, რომ ის მხოლოდ თბილისის მოსახლეობის წინაშეა პასუხისმგებელი "გაკეთებულ და გასაკეთებელ" საქმეებზე.