ტრაგედიის ფონზე, სუს-მა გადაწყვიტა, რომ შეიძლება ბატონი ხახუბია აღარ იყოს რეჟიმის ერთგული - უგულავა აგენტ კანდიდატებზე

გამოქვეყნდა:

ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში", არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე, ისაუბრა და აქცენტი ფოთის მერობის კანდიდატზე, ბექა ვაჭარაძეზე და "მის დავალებაზე" გააკეთა.

"მთავარ აქცენტებში" გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ვაჭარაძე პარლამენტის წევრ, ირაკლი ხახუბიას უსმენდა და მასზე პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა. უგულავას თქმით, ხახუბიაზე მიყურადება იმ მოტივით დაიწყო, რომ სუს-ს მის ერთგულებაში ეჭვი შეეპარა.

ეს ყველაფერი კი სავარაუდოდ ოჯახურ ტრაგედიას უკავშირდება, როდესაც 2017 წელს, "ოცნების" დეპუტატის შვილი ბექა ხახუბია პოლიციის ეკიპაჟის დევნის დროს ავტოავარიაში დაიღუპა.

"ამ ტრაგედიის ფონზე, სუს-მა გადაწყვიტა, რომ შეიძლება ბატონი ხახუბია აღარ იყოს რეჟიმის ერთგული და მიუგზავნა დაშანტაჟებული ადამიანი იმისთვის, რომ აკონტროლოს რას ფიქრობს, რას საუბრობს ბატონი ხახუბია და ბატონი სარიშვილი, მეორე ასევე არის მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც 2012 წელს ნაციონალური მოძრაობიდან იყრიდა კენჭს",- თქვა გიგი უგულავამ.

უგულავამ დღეს მის კონკურენტს მმართველი გუნდიდან ბექა ვაჭარაძესაც მიმართა და მოუწოდა დღის ბოლომდე გააკეთოს განცხადება. უგულავა თვლის, რომ ვაჭარაძე "სისტემის მსხვერპლია", რადგან "მთავარ აქცენტებში" გასაჯაროებული დოკუმენტების მიხევდით, სუს-მა ის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დააშანატაჟა.

სუს-ის აგენტები, ფარული მოსმენები და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი - "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", ნიკა გვარამიამ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების ბიოგრაფიის გასაიდუმლოებული დეტალები გაასაჯაროვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი