
პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კახა კალაძეს ტელეკომპანია „იმედზე“, ხოლო ნიკა მელიას „მთავარ არხზე“ დებატებში მონაწილეობას სთავაზობს.
"კახი კალაძეს გარკვეული დისკომფორტი აქვს სხვა ტელევიზიებში სიარულის, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო დებატები, ერთი ერთზე "იმედის" ტელეკანალზე, პარტიულ ტელევიზიაში და იმედი მაქვს, ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს. ისევე როგორც ნიკანორ მელიას მინდა შევთავაზო ასევე პარტიულ ტელევიზიაში, ნაციონალური მოძრაობის "მთავარ არხზე", ერთი ერთზე პირისპირ მოვაწყოთ დებატები" ამბობს გახარია
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას, კახა კალაძეს და გიორგი გახარიას 4 დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელევიზია პირდაპირ ეთერში სთავაზობს დებატებს, რაზეც კალაძე უარს აცხადებს.