ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ, ნებისმიერ კანდიდატთან სადებატოდ - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ნებისმიერ ფორმატში მე მზად ვარ, ნებისმიერ კანდიდატთან სადებატოდ - აცხადებს ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია გიორგი გახარიას დღევანდელი შეთავაზების კომენტირებისას:

"იქნება ეს ტელეკომპანია "იმედი" თუ სხვა, ბატონი კალაძე იქნება, ბატონი გახარია თუ ორივე ერთად - რა თქმა უნდა მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერი ტელეკომპანიის საეთერო სტუდიაში. მე პატივი მინდა ვცე ამომრჩეველს და ნებისმიერი კანდიდატი ვალდებულია პოტენციურ ამომრჩეველს მოასმენინოს რას ჰპირდება, ამიტომ ნებისმიერ ფორმატში მე მზად ვარ, ნებისმიერ კანდიდატთან სადებატოდ", - განაცხადა მელიამ.

გიორგი გახარიამ ნიკა მელიას და კახა კალაძეს ერთი ერთზე, პირისპირ დებატები "იმედსა" და "მთავარ არხზე" დღეს შესთავაზა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი