სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე კიდევ ერთი საჩივარი მიიღო

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებული კიდევ ერთი სარჩელი მიიღო წარმოებაში, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

ცენტრის ცნობით, „საქმე სახელწოდებით "Berikashvili vs Georgia“ სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. შსს-ს მიერ დარბეულ დემონსტრაციაზე დაზარალებული მოქალაქე ევროპული კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 და მე-13 მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.

ვახტანგ ბერიკაშვილი, რომლის სამართლებრივ ინტერესებს 2019 წლიდან „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს, 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ  2019 წლის 20 ივნისს "ოცნების" ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაარბია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები ესროლეს და ცრემლსადენი გაზის კვამლში გაახვიეს. არ დაივიწყეს არც წყლის ჭავლის გამოყენება. 

პროტესტი და საზოგადოების აღშფოთება კი საქართველოში რუსული დელეგაციის შემოშვებას,
რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და მისთვის წითელი ხალიჩის დაგებას მოჰყვა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი