TV იმედი ენმ-ის წინასაარჩევნო კლიპის ეთერში გაშვებაზე უარს ამბობს

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია იმედმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო რეკლამა დაბლოკა. კლიპში ჩანს, როგორ იხსნის ნიკა მელია სამაჯურს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ნიკა ობოლაძემ თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" ნიკა მელიას დანახვა ეშინია და სწორედ ამიტომ ბლოკავს საარჩევნო კლიპს.

რეკლამის დაბლოკვასთან დაკავშირებით "იმედს" განცხადება არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტელეკომპანიამ ოპოზიციური პარტიის საარჩევნო კლიპის ეთერში გაშვებაზე უარს ამბობს. 26 აგვისტოს, "იმედმა" "ევროპულ საქართველოს" წინასაარჩევნო რეკლამის გაშვებაზე, "სიძულვილის ენის" მოტივით, უთხრა უარი.

პარტიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 12 სექტემბერს, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია "იმედის" მიმართ "ევროპული საქართველოს" საჩივარი დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი