"ოცნება" პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით იმუქრება | ქაოსი ოლიგარქის კარზე

გამოქვეყნდა:

პანიკა და სრული ქაოსი "ქართულ ოცნებაში". ყველაზე მასშტაბური სკანდალისა და რეპუტაციული კრახის გადაფარვას ივანიშვილის პოლიტიკური კლანი ისევ მუქარითა და შანტაჟით ცდილობს. სახელისუფლებო პარტიის ლიდერებმა დღეს ფაქტობრივად უცერემონიოდ დაანონსეს ის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება რომელიც "ოცნების" კულუარებში იქნა მიღებული.

დახურულ თათბირზე კი გადაწყდა სუს-ის მიერ უკანონოდ მოპოვეული პირადი ცხოვრების ამსახველი კარდების გასაჯაროვება. "ოცნების" ოდიოზურმა ლიდერებმა ბრალდებულებად ოპონენტები უკვე გამოაცხადეს.

14:25 საათი - "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა TV პირველის პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმ შიდა თათბირის დეტალებზე, რომელიც გუშინ გვიან ღამით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში, "ოცნების" ლიდერების მონაწილოებით გაიმართა. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი სუსიდან გამოსული სკანდალური ინფორმაციისა და უკანონო, ფარული მიყურადების საქმეების გადასაფარად, მომავალ კვირაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას გეგმავს და როსტომ მეფის სასახლეში "ოცნების" რამდენიმე ლიედრი სწორედ ამ სქემას ათანხმდებდა.

15:00 საათი - ნიკა გვარამიას განცხადებიდან დაახლოებით 35 წუთში, "ოცნების" ოფისში საგანგებო ბრიფინგი ინიშნება. მთავარი სპიკერი მამუკა მდინარაძეა. "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ამტკიცებს სწორედ იმას, რაზეც ნიკა გვარამიამ ისაუბრა, იმ განსხვავებით, რომ გეგმა ნაციონალურ მოძრობას დააბრალა. 

16:00 საათი - "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მამუკა მდინარაძეს "დღის სტუმრის" ეთერიდან უპასუხა. კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გეგმა არა ოპოზიციაში, არამედ ოცნების რამდენიმე ლიდერს შორის მუშავდებოდა და პირადი ცხოვრების კადრებს "მთავარი არხი" არასოდეს გამოაქვეყნებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი