მელაშვილის ლიკვიდაციით დაინტერესებული ლორთქიფანიძე | 2015 წლიდან შეკერილი გარეჯის საქმე სუს-ის კრებსებში

გამოქვეყნდა:

დავით გარეჯის საქმის გაშიფრული სქემა - როგორც სუს-ის კრებსებიდან ირკვევა, საპარლამენტო არჩევნებისთვის გამზადებული საქმე წლების განმავლობაში მუშავდებოდა. გარეჯის დაშიფრული ფაილი საკმაოდ მოცულობითია და მასში პრორუსული ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ბიძინა ივანიშვილის ძმის კონფიდენციალური შეხვედრაც ფიგურირებს. დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად მასალებში კრემლთან დაახლოებული არაერთი პირი მოხვდა, რომელიც ოპერატიულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროდან იღებდნენ.

"მარჯანიშვილის მოედანი - 2019 წლის 20 სექტემბერი - ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალეკო ივანიშვილი საქართველოში  მოქმედი ღიად პრორუსული ორგანიზაციის, პრომაკოვის ფონდის ხელმძღვანელს კონფიდენციალურად ხვდება. მიზანი - დიმიტრი ლორთქიფანიძის პოლიტიკური ამბიციების დაფინანსება და ნაციონალური მოძრაობის განადგურებაში დახმარებაა".

პრორუსული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის ძმასთან გამართული კონფიდენციალური შეხვედრის დეტალებზე დღეს არ საუბრობს. ყველაფერს გამოგონილს უწოდებს და დროს ხვალ 11 საათამდე ითხოვს.

თუმცა ეს არაა ერთადერთი სკანდალური ეპიზოდი, სადაც პრო რუსული პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი ფიგურირებს. ირკვევა რომ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსანი, დიმიტრი ქართველიშვილი მას პერიოდულად ურეკავდა და გარეჯის საქმეზე ოპერატიულ ინფორმაციას აწვდიდა. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი გარეჯში ციხიდან გამოსული ივერი მელაშვილის ვიზიტს შეეხება. რა დროსაც ლორთქიფანიძე პირდაპირ მელაშვილის მკვლელობით იმუქრება.

სუს-ის კრებსებიდან და ზეტა ფაილებიდან ირკვევა, რომ გარეჯის საქმის შეკერვა სასულიერო პირების დაკვეთით ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2015 წლიდან დაიწყო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი