ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით ენა რომ უბრუნდებათ, ემოციურად ძალიან მძიმეა - "სირცხვილია" კობახიძეზე

გამოქვეყნდა:

სიბინძურის გადაფარვას ცდილობენ პოლიტიკურ აგონიაში ჩავარდნილი ადამიანის სიტყვებით - ასე ეხმაურება ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ოპოზიციას და "სირცხვილიას" მძიმე ბრალდებებს უყენებს.

დეკანოიძე ამბობს, რომ "ოცნება" პოლიტიკურ აფექტშია, რადგან იცის, რომ არჩევნებს აგებს და "წამსვლელია ყველაფერზე".

რაც შეეხება "სირცხვილიას". როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, თუ კობახიძეს რამე ინფორმაცია აქვს დანაშაულის ნიშნების შემცველი, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართოს, თუმცა აქტივისტებიც კობახიძის დღევანდელ გამოსვლას, მთა პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებენ 

"ქილერს რომ ვქირაობთ ამაზე შეიძლება ბევრი ვიცინოთ, მაგრამ ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით ენა რომ უბრუნდებათ და საერთოდ ეს სიტყვათშეთანხმება თვითონ რაც მოიფიქრეს, არის ემოციურად ძალიან მძიმე." ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.

„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“, "შეიძლება კილერის აყვანა" - კობახიძემ დღეს შეთქმლების ახალი თეორია განავითარა და სუს-ის ფარული მიყურადების შესახებ გავრცელებული ფაილების ფონზე, ოპონენტებს მძიმე ბრალდებები წაუყენა. კობახიძე ამტკიცებს, რომ მას "ოფისებიდან გამოტანილი ინფორმაცია" აქვს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი