"თვითონ დაგორდა" - "ოცნებამ" აგრესიული პარტაქტივი ქარელის საავადმყოფოსთან მოაბილიზა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" შტაბის შემდეგ, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი აგრესიის სამიზნე ქარელის საავადმყოფოსთანაც გახდა. მმართველმა გუნდმა ოპერატიულად მოაბილიზა პარტაქტივი, რომლებიც ნიკა გვარამიას და ჩვენს ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს მიუვარდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ოპერატორი ლევან აბლოთია არავის გადმოუგდია და თვითონ დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ მათ არც კადრები უნახავთ და არც ფაქტს შესწრებიან, მათი პოლიტიკური ლიდერების მსგავსად, ამტკიცებენ, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტებმა პროვოკაციკა მოაწყვეს და ოპერატორი "თვითონ დაგორდა" 

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს "ქართული ოცნების" შტაბში ქარელში დღეს თავს დაესხნენ. ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს, თუმცა ტრადიციულად ყველაფერს უარყოფენ მმართველი გუნდის წევრები და პროვოკაციაში ჟურნალისტებს ადანაშაულებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი