მოსამართლის განჩინება, რომლის საფუძველზეც შიდა ქართლში დღეს მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა 

გამოქვეყნდა:

დაკავებების სერია შიდა ქართლში - "მთავარისთვის" ცნობილი ხდება, რომ პირთა წრე, რომელსაც ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან, 20-ს გადააჭარბა.

"მთავარის" ჟურნალისტმა მოიპოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინება, რომლის საფუძველზეც დღე გორსა და ხაშურში სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ხელბორკილები ათობით მამაკაცს დაადეს.  

პარალელურად, ჩაატარეს ჩხრეკა და დაკავებულები თბილისში, ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს.

ირკვევა, რომ დაკავებამდე ადგილი ჰქონდა ფარულ მიყურადებას.

ერთ ერთი დაკავებულის, კუკური ნოზაძის ადვოკატის განცხადებით, შსს-ს მხოლოდ სავარაუდო მტკიცებულებები აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს "ქურდულ სამყაროსთან" ჰქონდა კავშირი.

მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთეს დღეს შსს-ში და ოპერატიული მასალაც გაავრცელეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი