სუს-თან დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატების გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

სუს-ის შენობასთან, პერფორმანსის დროს დაკავებული თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი "გირჩი - მეტი თავისუფლებიდან" დიდუბეში, ნიკა მოსიაშვილი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბორის ჩელე ყურუა გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, მაჟორიტარების კანდიდატები იმ დროს დააკავეს, როდესაც სუს-ის შენობის წინ ვიდეოპერფორმანსს იღებდნენ, მათ ადგილზე შკოდა მიიყვანეს და დალეწეს იმის სიმბოლოდ, როგორ "დაიფშვნება სუს-ი". 

როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, ისინი "სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი