აქცია-პერფორმანსი ქუთაისი მერიასთან - გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა ნარსიამ მერიის შენობასთან მინის ბოცა მიიტანა და დაამსხვრია.
მისი თქმით, სწორედ "ბოცაა" ქალაქის მოქმედი მერისა და ხელისუფელბის მერობის კანდიდატის კოდური სახელი, რომელიც სუს-თან თანამშრომლობს. ნარსია, ამბობს, რომ მისი მიზანია ყველამ გაიგოს, ვინ არის იოსებ ხახალეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", ნიკა გვარამიამ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების ბიოგრაფიის გასაიდუმლოებული დეტალები გაასაჯაროვა. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ქუთაისის მერის და ამავდროულად "ქართული ოცნების" მერობის ამჟამინდელი კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის აგენტურული ფსევდონიმი "ბოცა" იყო.
ამავე თემაზე: