პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებენ

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა განცხადებით პარლამენტს უკვე მიმართა.

კომიტეტზე მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტილება, ბიუროს გაეგზავნება, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, პარლამენტმა უკვე ორჯერ მოუხსნა, ამჯერად კი მანდატის გაუქმების მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და მერობის კანდიდატმა, თავად მიმართა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი