მკვლელობის კვალი 90-იანებამდე მიდის - არაოფიციალური ინფორმაციით, შსს ძმები კაკულიების მეგობრებს ეძებს 

გამოქვეყნდა:

20 წლის შემდეგ დაგეგმილი ანგარიშსწორება - ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებელისა და  22 წლის წარმატებული ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის კვალი ბნელ 90-იანებამდე მიდის.  

"მთავარმა არხმა" დაადგინა რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობის მიღმა დათა და გუგა კაკულიები დგანან, "კრიმინალური ავტორიტეტის" დათო ტბილისკის შვილები, რომელიც მოსკოვში საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. 

ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, კანონიერი ქურდის მკვლელობას აგრეთვე "კრიმინალურ ავტორიტეტს" გია კვარაცხელიას უკავშირებდნენ.

შსს-ს ახლა კაკულიების მეგობრებზე ძებნა აქვს გამოცხადებული. "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ნათლული გიორგი კაველაძე და ივერი ჭელიძის ნათესავი კაკი ჭელიძე ნიკოლაძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ სასტიკი ანგარიშსწორების დროს.

მკვლელობა თბილისის ცენტრში, ნიკოლაძის ქუჩაზე  15 სექტემბერს მოხდა.  კვარაცხელია საავადმყოფოში 16 სექტემბერს,  დილით გარდაიცვალა.  მკვლელი ამ დრომდე თავისუფალია.


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი