"ჩამოხსნეს ბანერი, სადაც ეწერა, რომ უნდა ავიცრათ და ვაქცინა გვიცავს და გააკრეს ეს" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი Facebook-ლაივში საუბრობს და თბილისში ახლადგამოჩენილ სიძულვილის ბანერებს ეხმაურება: "ამასობაში, ამ სირეგვენეს ალბათ მთელ დედაქალაქში გააკრავენ. ეს არის "ქართული ოცნების" რეალური სახე არაფრის კეთება არ შეუძლიათ".
დედაქალაქში ახალი სისხლიანი ბანერები გამოჩნდა ვაქცინა გვიცავს ჩამოხსნეს და სამაგიეროდ ბევრი "სისხლი" გააკრეს ხალხი, მოქალაქე, კეთილდღეობა, ზრუნვა .... ესენი მოიცდის - მთავარია მილიონებს ამ გულისამრევ ბანერებში გადაიხდიან. ბანერები ვჭამოთ? - წერს ხაბეიშვილი Facebook-ზე.
იხილეთ ასევე: