გიორგი გახარია ვენის წამყვანი ჰოსპიტალის დასკვნას ასაჯაროებს, რომლითაც ირკვევა რომ ის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი არ არის.
ექსპერტიზა ქალაქ ვენაში 14 სექტემბერს ჩატარდა. დოკუმენტი კი 16 სექტემბრითაა დათარიღებული.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა უნდობლობა გამოუცხადა საქართველოში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და სწორედ ამიტომ ანალიზები მან ვენის ჰოსპიტალში ჩააბარა.
რამდენიმე დღის წინ კი ქართულმა ოცნებამ თავისი ყოფილი ლიდერი, ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა და ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას "კოკაინშიკი" უწოდა.