დედაქალაქის შემდეგ, სიძულვილის შემცველი ბანერები თელავშიც გააკრეს. არჩევნებამდე 2 კვირით ადრე თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ბანერის უკან,  ზიზღისშემცველი ბილბორდები გამოჩნდა. 

ამჯერად ბილბორდებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ხელისუფლებისათვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერების გარდა, ექსპრემიერი გიორგი გახარიაცაა გამოსახული. 

თბილისში გვიან ღამით, "ვაქცინა გვიცავს" წარწერებიან ბანერებს, სწორედ სისხლიანი, სიძულვილისა და ზიზღისშემცველი პოლიტიკური პლაკატები გადააკრეს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი