
წინასაარჩევნო ისტერია და ხელისუფლების დაკარგვის შიში - ასე აფასებს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების" ტრადიციად ქცეულ ზიზღის წინასაარჩევნო კამპანიას და სისხლიანი ბანერების გამოფენას:
"მძიმე და ტრაგიკულია ის, რომ ეს ბანერები გაეკრა ვაქცინაციის ბანერებზე. პრიორიტეტი ამ ხელისუფების არის ის, რომ არა ხალხი აიცრას, არამედ ის, რომ ხალხს ჩაუნერგოს სიძულვილი "- ამბობს ხოშტარია.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა.
ამავე თემაზე:
"ვაქცინა გვიცავს" ჩამოხსნეს და სამაგიეროდ, ბევრი "სისხლი" გააკრეს" - ხაბეიშვილი სიძულვილის ბანერებზე