"ნაცური გახდა ეს ოცნება" - გახარიას პასუხი ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

"ოცნება განაცდა" - ასე პასუხობს ყოფილი პრემიერი გახარია მოქმედი პრემიერის განცხადებას, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილმა 20 ივნისის სისხლიან ღამეზე მთელი პასუხისმგებლობა მას დააკისრა.

გიორგი გახარია ამბობს რომ გუშინდელმა განცხადებამ საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ოცნება ქართული არაა. ირაკლი ღარიბაშვილს მისმა წინამორბედმა ნათქვამის ლოგიკა დაუწუნა. 

""გუშინ მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ "ოცნება" განაცდა. მეტი არაფერი არ იყო ეს. დღეს „ოცნება“ რომ ქართული არაა მივხვდი, მაგრამ ეს „ოცნება“ „ნაცური“ გახდა. გამოვიდა, რომ ამ ხალხმა იცოდა, რომ თურმე "ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი არ დაუშავებია. სწორად უნდოდა შესვლა პარლამენტში ცემა-ტყეპით, ძალადობით, თავდასხმებით პოლიციაზე. ამიტომ მელიას ამნისტიაც გაუკეთეს და გარდასახეს მერობის აბსოლუტურად სუფთა და ლეგიტიმურ კანდიდატად. "ოცნება" მეგობრებო, ჩემდა სამწუხაროდ, განაცდა. მაშინაც მათი სიტყვის ფასი ჩემთვის იყო ნოლი და დღესაც არის ნოლი. 

20 ივნისზე მე სრულად მაქვს პასუხისგება აღებული და მეტსაც გეტყვით. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი რამე გამეორდება და არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ძალა დააპირებს ძალადობით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრას, მე იგივენაირად მოვიქცევი. ",- თქვა გახარიამ. 

ცნობითსვის, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 20 ივნისზე მთელ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს და ამტკიცებს რომ უდანაშაულო ადამიანებისთვის თვალების დათხრა გახარიას ხელწერაა. "დაუშინეს და უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს"   - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი 20 ივნისზე საუბრისას.

ღარიბაშვილს განცხადებებს იწონებს "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძეც.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი