ISFED-მა სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით ცესკო-ს საჩივრით მიმართა

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული ბანერების განთავსებით საარჩევენო კოდექსი დაირღვა, რადგან მასზე აღნიშნული არ არის არც დამამზადებელი და არც დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები.

"წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი მკაცრად არის განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო კოდექსით. კერძოდ, სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

სამართლიანი არჩევნები ასევე გეგმავს მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აღნიშნული ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. 

ცნობისთვის, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, თბილისში სიძულვილის ბანერები ისევ გამოჩნდა. ამჯერად ბილბორდებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ხელისუფლებისათვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერების გარდა, ექსპრემიერი გიორგი გახარიაცაა გამოსახული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი