ოპონენტების მიმართ სიძულვილის გამომხატველი ბანერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სხვადასხვა ქუჩებზე გამოჩნდა, სისხლიანი ბანერები გორშიც გამოაკრეს.
გორის მოსახლეობა ამბობს, რომ ეს მმართველი გუნდის ტაქტიკაა, რომელსაც ისინი წინასაარჩევნოდ იყენებენ. მათივე თქმით, მსგავსი ტიპის ბანერები ქალაქში მანამდეც უნახავთ.
სიძულვილის გამომხატველ ბანერებს არასამთავრობო ორგანიზაციებშიც გამოეხმაურნენ, ორგანიზაციის წარმომადგენლები ბანერების დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვენ.
სისხლიანი ბანერები ჯერ თბილისში, 17 სექტემბერს, გვაინ ღამით გამოჩნდა. ამჯერად ბანერზე ოპოზიციური პოლიტიკოსების გარდა, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარიაცაა გამოსახული.