"არ ვიცი რატომ ჩააგდო ჩვენი გვარი ასეთ მდგომარეობაში" - ბრალდებულ ჭელიძის ნათესავი კვარაცხელიას მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სავარაუდო დამნაშავეებს ბრალს სავარაუდოდ დაუსწრებლად დღეს წარუდგენენ. აკო ჭელიძეს და ნიკა კავილაძეს შსს ამ დრომდე ეძებს.

ივერი ჭელიძე კი აკო ჭელიძესთან ახლო ნათესაურ კავშირს უარყოფს:

ნათესავია, მაგრამ ჩემი ძმის შვილიშვილი არ არის...ესეთი დანაშაული არ ვიცი რატომ გააკეთა, რატომ ჩააგდო ჩვენი ოჯახი და გვარი ასეთ მდგომარეობაში - ამბობს ჭელიძე.

შეგახსენებთ, მკვლელობა ვერაზე  15 სექტემბერს მოხდა. ბრალდებულები ანჯაფარიძის ქუჩაზე  ნაქირავები ავტომანქანით მივიდნენ, კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ და მას 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს. შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-მ დანაშაული გახსნილად გუშინ, 18 სექტემბერს გამოაცხადა. უწყება 2 ბრალდებულს ეძებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი