"მოდი რეფერენდუმზე" - სისხლიან ბანერებზე ჩამოფარებული ნაჭერი ქუთაისში, ჩამოხსნეს

გამოქვეყნდა:

თეთრი ნაჭერი წარწერით "მოდი რეფერენდუმზე", რომელიც ქუთაისში, სისხლიან ბანერებზე გადააფარეს, უკვე ჩამოხსნილია. სამაგიეროდ ისევ ადგილზეა სიძულვილისა და ზიზღის გამომხატველი კამპანიის მთავარი სიმბოლო - სისხლიანი პლაკატები.

ხელისუფლების ოპონენტები, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და კანდიდატები ამბობენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ასეთი პლაკატების გამოჩენა "ქართული ოცნების" ხელწერაა და უშუალოდ სუს-ის დავალებით ხდება.

ოპოზიციის მერობის შეთანხმებული კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, რეგიონებში მუნიციპალურმა სამსახურებმა სისხლიანი ბანერების გამოკვრის დავალება სუს-დან და ინფრასტრუქტურის მინისტრის ერთ ერთი მოადგილისგან მიიღეს, რომელიც დეკანოიძის თქმით, სუს-ის აგენტია და არჩევნები აქვს ჩაბარებული.

სისხლიანი ბანერები დღეს უკვე გორის ქუჩებშიც გამოჩნდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი