ინდივიდუალური, ან ერთობლივი დემარში ელჩების მოსმენისთვის - გიგი გიგიაძე მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

დიპლომატები ამბობენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩების ფარული მიყურადება ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა და დადასტურების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას ახსნა-განმარტება მოუწევს.

გიგი გიგიაძე, საქართველოს ყოფილი ელჩი დანიასა და ისლანდიაში, არ გამორიცხავს, რომ დიპლომატებმა ხელისუფლებას ერთობლივი ან ინდივიდუალური დემარში გამოუცხადონ.

"უცხოელი დიპლომატების, ასევე დიპლომატიური მისიების ფარული მიყურადება წარმოადგენს, არსებული დიპლომატიური პრაქტიკის უხეშ დარღვევას. აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ახსნა-განმარტების გაკეთება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. შესაბამისი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ ფარული მიყურადების საგანი, მათ მიიღონ ინსტრუქციები თავიანთი ქვეყნებიდან, რომ მათ განახორციელონ ან ინდივიდუალური, ან ერთობლივი დემარში და მოითხოვენ ამის ახსნა-განმარტება", - თქვა გიგი გიგიაძემ.

სუს-იდან გამოჟონილ ფაილებში ირკვევა, რომ "ქართული ოცნები" ხელისუფლება ელჩებსაც უსმენდა. საუბარია ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და ისრაელის საელჩოების თანამშრომლებზე. და არა მხოლოდ თანამშრომლებზე - ქართული სუსი ფარულად ისმენდა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბრებსაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი