
საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიასა და ისლანდიაში გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა და მუშაობას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში (EPRC) აგრძელებს.
EPRC-ში გადასვლის შესახებ გიგიაძემ ფეისბუქზე დაპოსტა.
შეგახსენებთ, გიგიაძე პირველი იყო დიპლომატებს შორის, რომელმაც ხმამაღლა გამოუცხადა მხარდაჭერა კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას.
მას ელჩობის 4-წლიანი ვადა თებერვალში ამოეწურა, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ რეზერვში გადაიყვანა.