"მთავარის" ინფორმაციით, კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა ქვეყანა დატოვეს

გამოქვეყნდა:

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეებს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე იმალებიან და "მთავარის" ინფორმაციით, მათ საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვეს.

ბრალდებულებს ამ ეტაპისთვის საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, რომლისთვისაც ჯერ საქმის მასალები არ გადაუციათ.

ადგილსამყოფელი ჩემთვისაც უცნობია - ამბობს ადვოკატი "მთავართან" საუბარში. მისივე თქმით, ჯერჯერობით კონტაქტი არ ჰქონია არც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის წევრებთან.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებს საქალაქო სასამართლო ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე.

შეგახსენებთ, მკვლელობა ვერაზე 15 სექტემბერს მოხდა. ბრალდებულები ანჯაფარიძის ქუჩაზე  ნაქირავები ავტომანქანით მივიდნენ, კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ და მას 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს. შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-მ დანაშაული გახსნილად გუშინ, 18 სექტემბერს გამოაცხადა. უწყება 2 ბრალდებულს ეძებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი