აბდულაევს მოსახლეობასთან შეხვედრებზე "ოცნების" კანდიდატებიც ახლავს - უცხო ქვეყნის მოქალაქე წინასაარჩევნო კამპანიაში 

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის პრეზიდენტი ისევ საქართველოშია. როგორც წინა წლებში, ასევე ახლაც წინასაარჩევნოდ, ქართული ოცნება ტრადიციას არ არღვევს და როვგან აბდულაევი მარნეულში ჩაყავს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე კომპანია "სოკარის" მიერ განხორციელებული პროექტებს ამოქმედებას ამცნობს ხალხს და ასეთ შეხვედრებზე მას მუდმივად თან ახლავს ქართული ოცნების კანდიდატები.

აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის პრეზიდენტთან ერთად მარნეულში გუშინ პრემიერი ღარიბაშვილი და სხვა მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა, კანონით აკრძალულია.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი