"ტექნიკური მხარეა" - კობახიძე სისხლიანი პლაკატების ვაქცინაციის ბანერზე გადაკვრაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სიძულვილის ენის შემცველი ბანერების ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერზე გადაკვრა, "ტექნიკური მხარეა" და კომენტარს ვერ გააკეთებს. 

კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ამ კუთხით, "ინტერესი არ აქვს".

"ეს არ ვიცი, ეს სუფთა ტექნიკური მხარეა და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ზოგი გადაკრული იქნება რაღაცა შინაარსის ბანერზე, ზოგი რაღაცა კომერციულზე და ა.შ. ეს არ ვიცი, იმიტომ რომ საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს ამ კუთხით",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმითვე, ის ბანერების შინაარსს ეთანხმება, თუმცა გამოხატვის ფორმა გემოვნების საკითხად მიაჩნია.

"შინაარსს ვეთანხმები მაგრამ გამოხატვის ქონა ეს მეორე საკითხია, ამაზე ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი შეფასება, გემოვნებიდან გამომდინარე",- თქვა მან.

სისხლიანი ბანერები ჯერ თბილისში, 17 სექტემბერს, გვაინ ღამით გამოჩნდა. ამჯერად ბანერზე ოპოზიციური პოლიტიკოსების გარდა, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარიაცაა გამოსახული.

პლაკატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წამახალისებელ ბანერზეა გადაკრული. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ისინი ფაქტს გმობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი