ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია "სამოქალაქო მოძრაობის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის.

ვქმნი პირველ პარტიას, რომელიც საკუთარ თავში დამარცხებს მთავარს, სწორედ იმ უკიდეგანო ამპარტავნებას, პრომეთეულ გოროზობას და ნებისმიერი პარტიულ ინტერესზე წინ დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ჩვენ ვიქნებით პარტია, რომლის გარჯითაც იამაყებდნენ ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი და ექვთიმე თაყაიშვილი. იამაყებდა მერაბ კოსტავა! - აცხადებს ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილის თქმით, მისი და მისი თანაგუნდელების უპირველესი მიზანი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება იქნება.  

ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა ელისაშვილის ახალი პარტია გაერთიანებულ ოპოზიციას.

ალეკო ელისაშვილმა ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ პირველად გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა და განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი