
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე მსჯელობა დაიწყო. მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ, ვინაიდან ბრალდებულების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ადვოკატი დალი ბარბაქაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია ბრალდებულების ადგილსამყოფელი, ასევე უცნობია დატოვეს თუ არა მათ ქვეყანა.
კვარაცხელია 15 სექტემბერს დაჭრეს. 2 თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკა კვარაცხელია 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
18 სექტემბრეს შსს-მ განცხადება გაავრცელა და საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყება ორ ბრალდებულს - აკაკი ჭელიძე, გიორგი კავილაძეს ეძებს.
ამავე თემაზე:
როგორ დაიგეგმა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა | ძმები კაკულიების სამოქმედო გეგმის დეტალები