არჩევნებამდე 2 კვირით ადრე "სისხლიანი ბანერები" ზუგდიდშიც გამოფინეს

გამოქვეყნდა:

სიძულვილის ენის შემცველი ბანერები დედაქალაქის შემდეგ ზუგდიდშიც გამოჩნდა - არჩევნებამდე 2 კვირით ადრე "სისხლიანი ბანერები" ქალაქის თვალსაჩინო ადგილებში გამოფინეს.

ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების ამგვარი ქმედება უუნარობისა და სრული კაპიტულაციის გამოხატულებაა. 

"სისხლიანი ბანერები" გააკრეს ქუთაისშიც.

ცნობისთვის, სისხლიანი ბანერები თბილისში 17 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. ამჯერად ბანერზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიამენეჯერებთან ერთად, ყოფილი პრემიერი გახარიაც მოხვდა. ვაქცინაციის ბანერის ჩანაცვლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფაქტს გმობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი