
ინოვაციურ იდეებზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ კიევში უკვე პირველ 20 მონაწილეს შეხვდა:
"როგორც ადრე დავაანონსე, გამოვაცხადე კონკურსი საუკეთესო ინოვაციურ იდეებზე - პირველი 20 მონაწილე გვესტუმრა კიევში.
ერთმანეთზე უკეთესი დისკუსია გვქონდა, ძალიან ღრმა და შინაარსიანი.
საქართველოს მართლაც ჰყავს, ძალიან გონიერი ხალხი, უბრალოდ ამ ხალხს უნდა სწორი გამოყენება" წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში კორუფციისა და ნეპოტიზმის დამარცხებისა და ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერისათვის კონკურსი აგვისტოში გამოაცხადა.
კონკურსი 50 ინოვაციური პროექტის გამოვლენას გულისხმობს და საუკეთესო იდეის ავტორებს ის უკრაინაში ეპატიჟება.